საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტამბოლის კლინიკაში დაღუპული 16 წლის ბავშვის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს.
„თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო დაწესებულება პროცესში პრობლემის წარმოქმნისთანავე ჩაერთო და ახლაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხდეს. საკონსულოს წარმომადგენლები ყოველდღე იმყოფებიან კლინიკაში და ასევე, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე არიან,“ - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 16 წლის მარიამ გოგიაშვილი გარდაიცვალა.