პრორუსული შეხედულებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მხარდაჭერის გამო, გერმანიამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) თანამშრომელი გაიწვია.
ამის შესახებ გერმანული გამოცემის Südwestrundfunk (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ეს პირია სერგეი ე., რომელმაც მანამდე, სავალდებულო გადამოწმების ეტაპი, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF) გაიარა.
ცნობილი გახდა, რომ სერგეი.ე. ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია.
ამ ფაქტის დადგენისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, მისთვის საქართველოში სამსახურის შეწყვეტის მიზნით, ნაბიჯები გადადგეს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.