"ვაქცინის გვერდით მოვლენებზე მკაცრი და დეტალური მონიტორინგი დაწესდება" - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგზე ისაუბრა.
თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიას ვაქცინაციის გეგმის დეტალები გააცნო.
„ყველა ვაქცინას და ფარმაცევტულ პროდუქტს ახასიათებს გვერდითი რეაქციები. ეს ჩამონათვალი მოჰყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად და ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება მკაცრი და დეტალური მონიტორინგი.
იმუნიზაციის პროგრამის გაიდლაინი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა გასულ წელს, ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი, რამდენიმე, სფეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც გამოიყენებენ ჩვენი ექიმები გვერდითი მოვლენების შეფასების, აღრიცხვისა და ანგარიშგებისთვის.
ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია გვერდითი რეაქციების შესახებ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
დღეს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.