თბილისში, გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი მოკლეს

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი მოკლეს.

ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა 17 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს.

შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.