ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელზე სტატიას ცნობილი ბრიტანული გამოცემა London Daily Post-ი აქვეყნებს.
ზურაბ ტყემალაძემ პოპულარობა ჩოგბურთის სამყაროში თავისი გამორჩეული ნიჭის გამო მოიპოვა. ახალგაზრდა ჩოგბურთელს ATP რეიტინგში 540 ქულა აქვს, რაც 20 წლის სპორტსმენისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია.
მას გერმანიაში ბურგარდ რაიხმანი, დავით კვერნაძე და ნოდარ ითონიშვილი წრთვნიან. ახალგაზრდა ჩოგბურთელის დებიუტი 2020 წელს შედგა, როდესაც ის საქართველოს ATP-ის თასზე წარმოადგენდა.
ტყემალაძე თავისი თამაშის გასაუმჯობესებლად გულმოდგინედ მუშაობს. მისთვის ყველაზე სამაგალითო სპორტსმენები ბენუა პერი და რაფაელ ნადალი არიან.