მინდა გთხოვოთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმას, -ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა გთხოვთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, პრემიერს გუნდთან ერთად, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე და ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა. არა იმის გამო, რომ მე დამიჭიროთ მხარი, არამედ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მე ვიყო იმის გასაღები, რომ კონსენსუსი შედგეს. ისევე როგორც შეიძლება მე ვიყო გასაღები, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობა შეძლოს“,- აღნიშნავს ხვიჩია.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.
კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.