ფინეთმა, რუსეთის მოქალაქეებს, ოლიგარქებთან შესაძლო კავშირის გამო, სამი თვითმფრინავი ჩამოართვა

ფინეთის ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებული სამი კერძო თვითმფრინავი ჩამოართვა, რომლებიც სავარაუდოდ რუს ოლიგარქებს ეკუთვნით ან სანქცირებული პირები იყენებენ. 

ამ თვითმფრინავებს, რომლებიც მედიის ცნობით, რუს ბიზნესმენ სერგეი გრიშჩენკოს ეკუთვნის, ფინური კომპანია Polar Aviation Oy-ს მართავს.

ჟურნალისტების თქმით, ეჭვები შესაძლოა ეფუძნებოდეს Polar Aviation-ის კავშირს ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსთან, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების სიაშია.

Polar Aviation-მა ტიმჩენკოსთან, რომელიც ფინეთისა და რუსეთის მოქალაქეა, კავშირი უარყო.

თუმცა კომპანიამ, ფინეთის ხელისუფლებას 2021-2022 წლების მგზავრთა სიების მიწოდებაზე უარი განუცხადა, თუმცა მოგვიანებით კი არასრული სიები მიაწოდა.

სამი ჩამორთმეული თვითმფრინავი, 2021 წლის აგვისტოში, ფინეთის თვითმფრინავების რეესტრში შეიტანეს. მას შემდეგ თვითმფრინავებმა ასობით ფრენა შეასრულეს - ვენის, ჰამბურგის, მაროკოს, იტალიისა და დუბაის მიმართულებით.