ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ (აშშ-ის) მხარდაჭერა მტკიცეა, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.
„მე ვისაუბრებ ჩვენს მხარდაჭერაზე. ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მტკიცეა და ამას ადასტურებს ის კანონმდებლობა, რომელიც სულ ახლახან მიიღეს. ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც ივლისში მიიღეს.
ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ სენატორი ჯინ შაჰინი იყო. ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის კონგრესი რჩება საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, წარმატების ერთგული მხარდამჭერი“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.