„ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ ვუსმენთ საქართველოს ხალხს, რათა განვსაზღვროთ, რას მოხმარდეს ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი სურვილების განხორციელებაში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.
„მოგეხსენებათ, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია საქართველოს ხალხისა და მათი სურვილისადმი, საქართველო იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს და შეერთებულ შტატებს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო მიზანთან დაკავშირებით - ქვეყანა სრულად ინტეგრირდეს ევროატლანტიკური ერების ოჯახში და გახდეს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი.
შეერთებული შტატების მიერ, დახმარების სახით გამოყოფილი დაფინანსება, ათიათასობით ქართველი ჯარისკაცის მომზადებას მოხმარდა, ათასობით მონაწილე კი, აშშ-ში, სხვა, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით გაემგზავრა. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას.
ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობასთან დაკავშირებით. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს აშორებს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას.
ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ ვუსმენთ საქართველოს ხალხს, რათა განვსაზღვროთ, რას მოხმარდეს ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი სურვილების განხორციელებაში.
ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად; ჩვენ მზად ვართ, მთავრობას ამ მიმართულებით დავეხმაროთ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.