სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განაცხადა.
„ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული და ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა და მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ ყველა ანუ სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, რეფორმები, შრომაა თუ სწორი გადაწყვეტილებები და ხაზს ვუსვამ, თქვენი, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა ნამდვილად და სწორი პოლიტიკის გატარებით კრიმინალის კუთხით", -განაცხადა გამოელაურმა.