სტამბოლის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, ბულგარეთში ხუთი პირი დააკავეს.
მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობაში ედებათ ბრალი.
დაკავებულთაგან სამი, მოლდოვის მოქალაქე, ორი კი, სირიელი ქურთები არიან.
დაკავებულების ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა ბულგარეთს უკვე მიმართა.
13 ნოემბერს, სტამბოლის ცენტრი, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქებას ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი მცირეწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. 81 ადამიანი დაშავდა. თურქეთი ტერაქტზე პასუხისმგებლობას ქურთების მუშათა პარტიასა და სირიელ ქურთებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.