ინდონეზიაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, იტყობინებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარეობდა.
დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები.