თეგი: ინდონეზია

ჯენ ფსაკი: რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი ოცეულის“ წლევანდელ სამიტში მონაწილეობის საშუალება

"თეთრმა სახლმა ინდონეზიას პირადად გადასცა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი ოცეულის“ წლევანდელ სამიტში მონაწილეობის საშუალება", - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ”პოზიცია არის მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სამიტს არ უნდა დაესწროს. პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ გამოხატა წინააღმდეგობა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით,” - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, გუშინ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების მიწვევა მიიღო. „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ დროისთვის არ განიხილება  

ინდონეზიის პრეზიდენტი კიევშია

უკრაინული მედიის ცნობით, ინდონეზიის პრეზიდენტი რუსული ჯარების მიერ განადგურებულ ირპენს ეწვია. „ომით განადგურებულ უკრაინის ქალაქ ირპენში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი Irpin Lypky ჩემ უკანაა. ირპენის მერთან, ალექსანდრე ჰრიჰოროვიჩ მარკუშინთან ერთად, მე პირადად დავინახე ომის შედეგად დაზიანებული სახლები და ინფრასტრუქტურა“, - წერს ვიდოდო სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს. ხუთშაბათს, ინდონეზიის პრეზიდენტი მოსკოვში გაემზგავრება, სადაც პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს. როგორც ცნობილია, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეტნო მარსუდიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ინდონეზიის პრეზიდენტი და G20-ის თავმჯდომარე ჯოკო ვიდოდო ივნისში ეწვევა უკრაინასა და რუსეთს. ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქში სამშვიდობო მიზნით ჩადის. „პჟემიშლის რკინიგზის სადგური, პოლონეთი, დავიწყე ეს სამშვიდობო მისია პირდაპირი მატარებლით უკრაინის დედაქალაქ კიევში“, - დაწერა ვიდოდომ Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

უკრაინიდან მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, ინდონეზიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდეტს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გადასცა. ვიდოდოს თქმით, მის ქვეყანას სურს, რომ ომი მალე დასრულდეს და მას სურს ორ ლიდერს შორის კომუნიკაციის დაწყებას ხელი შეუწყოს. უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ვიდოდო მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. „მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია, მაინც მნიშვნელოვანია ღია დიალოგისკენ სწრაფვა. მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა ლიდერს, აღადგინონ თანამშრომლობის სულისკვეთება“, - განაცხაად ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ინდონეზიის პრეზიდენტმა არ გაამხილა, რა წერია პუტინისთვის გადაცემულ გზავნილში, მაგრამ დაამატა, რომ მან გამოთქვა „მზაობა“, დაეხმაროს ორ ლიდერს შორის კომუნიკაციის დაწყებას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ბალიზე, G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვთან ფოტოგადაღებაზე უარი თქვეს

G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინდონეზიაში, ბალიზე გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ტრადიციული ჯგუფური ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს. ამის შესახებ იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo წერს. „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს ლავროვი G20-ის მინისტერიალს, ვადაზე ადრე დატოვებს სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია ვერ შედგა. ცნობილი გახდა, რომ საერთო ფოტოს გადაღებაზე პირველად უარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა. ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეტნო მარსუდიმ  მანამდე განაცხადა, რომ 7 ივლისს G7-ის ქვეყნების წარმომადგენლებმა ლავროვის ყოფნის გამო „გალა-ვახშამზე“ დასწრებაზე უარი თქვეს.  მომხდარზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ლავროვმა „არ შეამჩნია ბოიკოტერების არსებობა“. 7 ივლისს ბალიზე G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიხსნა. ძირითადი დისკუსიები 8 ივლისს არის დაგეგმილი. სერგეი ლავროვი ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე საუდის არაბეთისა და მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან დაჯდა.  

ინდონეზიაში, საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარ არეულობას სულ მცირე 129 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ინდონეზიის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ მალანგიში საფეხბურთო კლუბებს არემასა და პერსებაიას შორის გამართული მატჩის შემდეგ, გუნდების გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. წაგებული გუნდის მხარდამჭერები მოედანზე შეიჭრნენ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი პოლიციელია.  

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, იტყობინებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარეობდა. დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები.  

ინდონეზიაში, მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 700-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ამასთან, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარეობდა. დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციული შენობები. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს ხანში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.   

აშშ ინდონეზიასთან თავდაცვის სფეროში კავშირებს აძლიერებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მის ინდონეზიელ კოლეგას შეხვდა, რათა გააძლიეროს თავდაცვის სფეროში კავშირები, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის საზღვაო ძალების მზარდი აქტივობის ფონზე. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ოსტინმა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრ პრაბოვო სუბიანტოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების გზები, მათ შორის თავსებადობის გაფართოებისა და თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდის გზით. „აშშ ამაყობს თქვენთან პარტნიორობით, რადგან ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ხედვა თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის შესახებ“, - განაცხადა ოსტინმა. თუმცა ამავე დროს, მედიის ცნობით, სუბიანტომ ხაზი გაუსვა ინდონეზიის ნეიტრალურ პოზიციას. „მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინდონეზია ყოველთვის იკავებს პოზიციას და ცდილობს შეინარჩუნოს საუკეთესო ურთიერთობები ყველა ერთან, განსაკუთრებით ყველა დიდ ძალასთან,” - განაცხადა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა.  

ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი პატიმრობით დაისჯება

ინდონეზიის პარლამენტი ახალი სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრებას გეგმავს.  ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ახალ პროექტში ჩაიწერა მუხლი, რომლის მიხედვითაც ქორწინების გარეშე სექსი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.  ძველი სისხლის სამართლის კოდექსიდან ახალზე გარდამავალი პერიოდი სამი წელი გაგრძელდება. ინდონეზიის პარლამენტი ახალ პროექტს სავარაუდოდ 15 დეკემბერს განიხილავს. „ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი იმ პირთან, რომელიც არ არის მისი ქმარი ან ცოლი, ისჯება მრუშობისთვის მაქსიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით“, - წერია ინდონეზიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის 413-ე მუხლის 1-ელ პუნქტში. ამასთან, პირი, რომელიც თანაცხოვრობს თავის პარტნიორთან ქორწინების გარეშე, თავისუფლების აღკვეთა მაქსიმუმ ექვსი თვით ემუქრება. „ახალი სისხლის სამართლის კოდექსის პროექტს მხარს უჭერენ ისლამური ჯგუფები“, - წერს მედია.  

ინდონეზიაში, 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ოთხი სახლი კი დაზიანდა. ცნობისთვის, გასულ კვირას კუნძულ იავაზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც სულ მცირე 300 ადამიანი ემსხვერპლა.  

ინდონეზიის პარლამენტმა, ქორწინების გარეშე სექსისთვის, პატიმრობა დაამტკიცა

ინდონეზიის პარლამენტმა მიიღო ახალი სასჯელაღსრულების კოდექსი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ქორწინების გარეშე სექსისთვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი პატიმრობით დაისჯება მიღებული ცვლილებების მიხედვით, ქორწინებამდე თანაცხოვრების შემთხვევაში პირებს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ. ინდონეზიის ხელისუფლებამ ძველი კოდექსიდან ახალზე გადასასვლელად სამი წელი განსაზღვრა. ახალი კოდექსი ვრცელდება ინდონეზიის მოქალაქეებზე და უცხოელებზე. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ასევე კრძალავს მოქმედი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეროვნული იდეოლოგიის შეურაცხყოფას, ასევე კონტრაცეპტივების პოპულარიზაციას. პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული. ახალი კოდექსი ჩაანაცვლებს კანონმდებლობას, რომელიც დარჩა მას შემდეგ, რაც ინდონეზიამ 1945 წელს ნიდერლანდებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ბოლოს შესწორებული სისხლის სამართლის კოდექსის მიღება 2019 წელს სცადეს, მაგრამ მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა პროტესტის ფონზე მის ხელმოწერაზე უარი თქვა.  

ინდონეზიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის კუნძულ ტანიმბასში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიური უბედურების შედეგად კუნძულზე რამდენიმე შენობა დაინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. Reuters-ის ინფორმაციით, მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.   

ინდონეზიაში, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში კუნძულ ტულაუდზე 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინდონეზიის გეოფიზიკის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. სტიქიური უბედურებით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.  

ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა - რეზნიკოვი

 ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა - უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ სამშვიდობო ინიციატივას უცნაური უწოდა.  „შევეცდები, ზრდილობიანი ვიყო. ეს ჟღერს როგორც რუსეთის გეგმა, და არა ინდონეზიის გეგმა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა მასთან განხილული არ ყოფილა. ინდონეზიის თავდაცვის მინისტრი პრაბოვო სუბიანტო უკრაინაში გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსების ინიციატივით გამოვიდა. სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლის შეწყვეტას, ორივე მხარის მიერ ახლანდელი პოზიციებიდან 15 კილომეტრით უკან დახევასა და დემილიტარიზებული ზონის შექმნას, გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს მიერ რეფერენდუმების ჩატარებას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ინდონეზიას აშშ-სგან F-15EX-ის ტიპის 24 თვითმფრინავის შეძენა სურს

ინდონეზიის თავდაცვის სამინისტრომ და აშშ-ის თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა, 24 ერთეული F-15EX-ის ტიპის გამანადგურებლის ჯაკარტისთვის მიყიდვის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტი თავდაცვის მინისტრის, პრაბოვო სუბიანტოს აშშ-ში ვიზიტის დროს გაფორმდა. ტრანზაქცია აშშ-ის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.  მემორანდუმი Boeing-ის სენტ-ლუისის ქარხანაში გაფორმდა. ეს ქარხანა F-15-ს და სხვა საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს. „მოხარული ვართ,  გამოვაცხადოთ ინდონეზიისთვის კრიტიკული F-15EX-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის შესაძლებლობების შესახებ. ეს უახლესი მებრძოლი დაიცავს ჩვენს ერს თავისი მოწინავე შესაძლებლობებით,” - განაცხადა სუბიანტომ. Boeing-მა და თავდაცვის სამინისტრომ გარიგების ღირებულების შესახებ დეტალები არ გაასაჯაროეს.  F-15EX F-15-ის ყველაზე მოწინავე ვერსიაა. ინდონეზიამ ბოლო წლებში თავდაცვის ხარჯები თავისი ფლოტის კაპიტალური შეკეთების მიზნით გაზარდა. პრაბოვომ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ ლოიდ ოსტინმა დაგეგმილი შესყიდვები გასულ წელს ოსტინის ჯაკარტაში ვიზიტის დროს განიხილეს.  

ავსტრალია F-35-ის ტიპის 6 საბრძოლო თვითმფრინავს ინდონეზიაში, წვრთნებისას პირველად განათავსებს

ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები (RAAF), F-35-ის ტიპის 6 საბრძოლო თვითმფრინავს პირველად განათავსებს. 18-დან 28 სექტემბრამდე, წვრთნები - Elang AUSINDO 23 მანადოში, ჩრდილოეთ სულავესში ჩატარდება. ინფორმაციას ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წვრთნები მოიცავს RAAF-ის 150 პერსონალის წვრთნას 160 ინდონეზიელ პერსონალთან ერთად. ინდონეზიის საჰაერო ძალები საჰაერო საბრძოლო მისიისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს განათავსებს. „Elang AUSINDO არის რეგულარული კომბინირებული აქტივობა, რათა გაიზარდოს ჩვენი ერთობლივად მოქმედების უნარი,“ - განაცხადა ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.  

ინდონეზიაში მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში სამგზავრო მატარებლების შეჯახებისას სულ მცირე სამი დაიღუპა და 28 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ვაგონებს შორის ჩარჩენილი ორი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ. ავარიის დროს მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულები არიან ეკიპაჟის წევრები. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მატარებლის ოპერატორ კომპანიასა და პროვინციის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.