თბილისში, ორი წლის ბავშვი "პიტბულმა" დაგლიჯა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის, ბავშვს ოპერაცია უტარდება.
მეზობლების თქმით, გოგონას მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ადგილას.
შეგახსენებთ, ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.