მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებული პანიკა არავის უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deccanherald-ი ავრცელებს.
„პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანჟელა სიმაუმ.
სიმაუს განმარტებით, ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოა.
„ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებს ყველა ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებს“, - განაცხადა მარიანჟელა სიმაუმ.