საქართველომ ირანის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 ნოემბერს, დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ეხება.
რეზოლუციას 78 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 67-მა თავი შეიკავა და 28 წინააღმდეგ წავიდა. საქართველო იმ 20 ქვეყანას შორის იყო, ვინც კენჭისყრას არ დაესწრო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება რეზოლუციის პროექტის, ის ირანში ადამიანების სიკვდილით დასჯის საგანგაშოდ მაღალი სიხშირის გამო შეშფოთებაზე მიუთითებს.
ამასთან, გაერო მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ.