მეცნიერები აფრიკული სპილოების რაოდენობას კოსმოსიდან ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სპილოებზე სურათები დედამიწის სადამკვირვებლო სატელიტიდან არის გადაღებული, რომელიც პლანეტის ზედაპირიდან 600 კმ-ზე (372 მილი) მდებარეობს.
როგორც ცნობილია, ერთ დღეში შესაძლებელია 5000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის კვლევა. გამოთვლა ხდება ალგორითმით, რომელსაც შეუძლია სპილოების ამოცნობა სხვადასხვა ზედაპირზე, ღია საძოვრებზე, ტყეებში და სხვა.
მეცნიერებმა ჯერ სამხრეთ აფრიკის ადდო სპილოების ეროვნული პარკს გადახედეს.
მკვლევრების თანახმად, ბუნების დამცველებს ცხოველთა დათვლა ურჩევნიათ თვითმფრინავებიდან, მაგრამ კოსმოსური თანამგზავრები შესაძლებლობას იძლევა ეს მოხდეს იქაც, სადაც საჰაერო ფოტოგრაფირება აკრძალულია.
მკვლევრები აცხადებენ, რომ დაკვირვების ეს მეთოდი ბრაკონიერობასთან ბრძოლაშიც შეიძლება გამოიყენონ.