ზურაბ ლავრელაშვილის წიგნი „3 რომანი“ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის პრემიის გამარჯვებულია

22 ნოემბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, ზურაბ ლავრელაშვილის სამი რომანის: „მაღვიძარა“, „ქალაქი მტვერში", „განკვართული“ განხილვა გაიმართება.

მომხსენებლები არიან ნანა კუცია, ნინო ვახანია, გოჩა კუჭუხიძე. 

წიგნი „3 რომანი“ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის პრემიის გამარჯვებულია!

„ამ წიგნში თანამედროვე ავტორის - ზურაბ ლავრელაშვილის სამი რომანია თავმოყრილი. „მღვიძარება“ და „ქალაქი მტვერში“ ერთგვარი ურბანული აპოკრიფებია – რომანები, რომლებშიც მთავარ გმირებს შორისაა პატარა ქალაქებიც, თავიანთი სევდით თუ საიდუმლოთი.

„მღვიძარება“ პროვინციულ ქალაქში ახალგაზრდა პაციენტის სამკურნალოდ ჩასულ ექიმ-ფსიქიატრზე მოგითხრობთ, „ქალაქი მტვერში“კი დეტექტიური ამბავია, პატარა ქალაქის ანომალიური მოვლენების გამოსაძიებლად დაქირავებული გამომძიებლისა და ადგილობრივთა კონფლიქტების შესახებ.

„განკვართული“ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და მითოსური პლასტებით სავსე ტექსტია, რომლის მთავარი გმირიც ყველასთვის ნაცნობი ქართული მითოსის გმირები არიან – თანამედროვე სამყაროში მოხვედრილები და გადარჩენის ზღვარზე მყოფნი.