კიშინიოვში საპროტესტო აქციები, რუსეთიდან პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფების მიერაა ორგანიზებული და ესაა შურისძიება მოლდოვის სოლიდარობისთვის ევროკავშირთან და უკრაინასთან.
ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ, პარიზში, მოლდოვის მხარდამჭერ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
„ამ პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ კრიმინალური ჯგუფები, მოლდოვაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. ჩვენზე თავდასხმები, იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ.
ასეთი ჯგუფები, მათ მხარდამჭერებს ფულს უხდიან, პირდაპირ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად.
კიშინიოვში აქციები, დაფინანსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს მტრული ქმედებები არის შურისძიება მოლდოვის რესპუბლიკის წვლილის გამო ომში, შურისძიება იმის გამო, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ევროკავშირთან და უკრაინასთან“, - აღნიშნა მაია სანდუმ.