დასავლეთ ინდოერთში, მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე დიდ მწარმოებელ ქარხანაში ხანძარია. ამის შესახბე ინფორმაცია Aljazeera ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაცით, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.
”ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს”, - განაცხადა ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა ადარ პუნავალამ.
როგორც ცნობილია, ხანძარი არ შეხებია ადგილს, სადაც Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აწარმოებენ.