მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
„თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი სრულად შესაბამისი იქნება NATO-ს სტანდარტებთან. პროექტის ღირებულება 70 მილიონამდე ლარია.
პირველ ეტაპზე აშენდება: შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
მეორე ეტაპი ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას.
საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და რეაბილიტირდება 3 ძველი შენობა. მშენებლობის დასრულება 2 წელიწადში იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.