ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 17 წლის ბიჭს, რომელსაც 15 წლის საბა მამფორიას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე მამფორიამ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ არასრულწლოვანს ორი ჭრილობა მიაყენა. დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
დაკავებული არასრულწლოვანი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.