ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით - ვარჰეი

ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით, – ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში განაცხადა.

„გვჭირდება პოლიტიკური ნება, როგორც ევროკავშირის, ისე კანდიდატი ქვეყნების მხრიდან. გაფართოება არის გეოპოლიტიკური პრიორიტეტი ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის.

ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან. ჩვენ ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მოლოდინები გავამართლოთ. უნდა განვამტკიცოთ გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით“, – აღნიშნა ვარჰეიმ.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.