USAID-ის ახალი პროგრამის - ერთიანობა მრავალფეროვნებაში ოფიციალურად გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იუწყება.
საელჩოს ინფორმაცით, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს, გააძლიეროს მოსახლეობის უმცირესობასა და უმრავლესობს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირები.
„პროგრამა მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიას ქართულ საზოგადოებაში.
ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მეორე მსოფლიო ომში. თბილისში დაბადებულმა ალექსანდრე ქართველიშვილმა, რომელიც ცნობილია როგორც ალექსანდრე ქართველი, დააპროექტა ინოვაციური მოერიშე თვითმფრინავი, რომელიც გერმანიასთან ბრძოლაში იმდენად წარმატებული იყო რომ მოხდა მისი სერიული ( 15 000 ერთეული) წარმოება.
ალექსანდრე ქართველის ღვაწლმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში. საქართველოში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის ახალი პროგრამის - ერთიანობა მრავალფეროვნებაში ოფიციალურ გახსნაში. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს, გააძლიეროს მოსახლეობის უმცირესობასა და უმრავლესობს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირები.
პროგრამა მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინკლუზიას ქართულ საზოგადოებაში.
ძლიერი და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, დემოკრატიასა და ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა ეთნიკური კულტურის წარმომადგენელს. სწორედ ამიტომ, 30 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და კვლავაც დაუჭერს საქართველოს, მათ შორის უმცირესობების გაძლიერებას“.