ზაგრები უკრაინის დახმარების ორ ვარიანტს განიხილავს: უკრაინელი სამხედროების მომზადება ხორვატიის ტერიტორიაზე და ხორვატი ინსტრუქტორების გაგზავნა მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიის პრეზიდენტმა უარყო ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოთხოვნა ქვეყანაში უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების დამტკიცების შესახებ, ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ამის შესახებ უკრაინულმა მხარემ განაცხადა.
„მართლაც, პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა თავისი უფლებამოსილების შესაბამისად უარყო თავდაცვის მინისტრის მოთხოვნა. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“, - განმარტა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უაღრესად აფასებს ხორვატიის მთავრობის მხარდაჭერასა და სოლიდარობას ქვეყნის მიმართ.