შვეიცარიის მთავრობამ, სრულად შეასრულა სანქციების მერვე პაკეტით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ დაამტკიცა.
ამის შესახებ Swissinfo წერს.
შვეიცარიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, გავლენას ახდენს რუსულ ნედლ ნავთობისა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასების დასადგენად საკანონმდებლო ბაზის შემოღებაზე.
სანქციები ასევე მოიცავს შეზღუდვებს „რკინისა და ფოლადის პროდუქტებზე, კოსმოსურ პროდუქტებზე და რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელობის მქონე საქონელზე.
შვეიცარია ასევე მიუერთდა აკრძალვებს რუსეთის მთავრობისა და რუსული კომპანიებისთვის საინჟინრო, არქიტექტურული, იურიდიული და IT სერვისების მიწოდებაზე.
ამრიგად, შვეიცარიამ სრულად შეასრულა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტის ყველა ზომა, რომელიც ევროკავშირმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, 2022 წლის 6 ოქტომბერს მიიღო.