საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

ინფორმაციას, მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს. 

თამარ სხირტლაძე 1929 წელს, ლაგოდეხში დაიბადა. 1949 დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.

ის მონაწილეობდა სპექტალებსა და ფილმებში: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“.

თამარ სხირტლაძემ თეატრის სცენაზე 70 წელი გაატარა. 

2010 წელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას „წლის პერსონის“ წოდება მიენიჭა. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.