ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან, 29 წლის კაცი გადახტა. როგორც ცნობილია, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევამდე კაცს შენობიდან გაქცევის მცდელობა ჰქონდა.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.