ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ISIS-მა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ალ-ტაირანის მოედანზე, ქალაქის ბაზარში ორმა თვითმკვლელმა მოაწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა.
რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.
BBC-ის ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ის იყო ყველაზე დიდი თავდასხმა ბაღდადში.