შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"თბილისის პოლიციამ 1972 წელს დაბადებული გ.მ. ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა.
შიდა ქართლის პოლიციამ 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბ.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, 128 ვაზნა და 4 მჭიდი.
გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1941 წელს დაბადებული ო.ო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 680 ვაზნა, 3 ხელყუმბარა და 5 სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დმანისის პოლიციამ 1967 წელს დაბადებული ა.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი.
საგარეჯოს პოლიციამ 1996 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა.. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი და 28 ვაზნა.
ოზურგეთის პოლიციამ 1952 წელს დაბადებული გ.წ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა სისტემის 2 პისტოლეტი, შაშხანა, ფეთქებადი ნივთიერება, 2 ხელყუმბარა, 12 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 293 ვაზნა.
ონის პოლიციამ 1991 წელს დაბადებული დ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 16 ვაზნა, გადაჭრილი სანადირო თოფი და მცირეკალიბრიანი შაშხანა - ე.წ. გეკო.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", ვკითხულობთ ინფორმაციაში.