აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში კორონავირუსის პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„არ მინდა წარსულს დავუბრუნდე, მაგრამ ცხადია, რომ ნათქვამი იყო ისეთი რამ, როგორიცაა ჰიდროქსიქლოროქინი და ასე შემდეგ, რაც არასასიამოვნო იყო, ვინაიდან სამეცნიერო ფაქტებს არ ემყარებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ სულაც არ მსიამოვნებს პრეზიდენტისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს ისეთი რამ იყო, როდესაც ვერ გრძნობდი, რომ რეალურად შეიძლებოდა რამის თქმა, რასაც შემდეგ შედეგი არ მოჰყვებოდა“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, ის გრძნობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეუძლია საუბარი იმ თემებზე, რომელიც მის გამოცდილებას ეფუძნება.