"აშშ-ში ჩამოსულმა თითოეულმა პირმა გაფრენამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბაროს და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე კარანტინი გაიაროს" - განაცხადა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის წარდგენისას.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, რა ხანგრძლივობის იქნება კარანტინი და როდის ამოქმედდება აღნიშნული ზომა.
„ვირუსის ახალი შტამების ფონზე ახალ ზომებს ვაწესებთ იმ პირებისთვის, ვინც აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ. აშშ-ში ჩამოსულმა თითოეულმა პირმა გაფრენამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბაროს და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე კარანტინი გაიაროს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, თებერვალში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს შეიძლება გადააჭარბოს.
„სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, ვიდრე ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. სავარაუდოდ, თებერვალში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 500 ათასს გადააჭარბებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.