დღეის მდგომარეობით, დონალდ ტრამპმა წლიურად, პენსიის სახით 221 400 დოლარი უნდა მიიღოს. გარდა ამისა, მას სხვა სარგებელიც ეკუთხვნის. თუმცა, თუ მის იმპიჩმენტს სენატმა მხარი დაუჭირა, მაშინ ამ ყველაფერს დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამერიკული კანონის მიხედვით, პენსიას არ იღებს ის პრეზიდენტი, ვისაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ.
თუ ტრამპის იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა, მაშინ ტრამპი პენსიის გარდა ისარგებლებს სამოგზაურო შეღავათებით, საოფისე სივრცით, თანამშრომლების ხელფასის უზრუველყოფას წლიურად $1 მილიონამდე.
გადასახადის გადამხდელთა ეროვნული ფონდის მიხედვით, 2000 წლიდან ამერიკის ყოფილმა ოთხმა პრეზიდენტმა, რომლებიც ცოცხლები არიან, ჯამში $56 მილიონის ღირებულების სარგებელი მიიღეს.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სარგებელი რასაც ყოფილი პრეზიდენტები იღებენ, ეს არის საოფისე ფართის ქირაობა, რომელზეც შეზღუდვები არაა.
მაგალითად, გასულ წელს, ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ ცალცალკე $500 000-ზე მეტი დახარჯეს ოფისის ქირაობაში. ჯიმი კარტერისთვის კი $118 000 დაიხარჯა.
კიდევ ერთი სარგებელი, რასაც ყოფილი პრეზიდენტები იღებენ, არის ჯანმრთელობის დაზღვევა. თუმცა, ამისთვის პრეზიდენტს ნამუშევარი უნდა ჰქონდეს ფედერალურ სამსახურში მინიმუმ ხუთი წელი, ასე რომ მას დონალდ ტრამპი ვერ მიიღებს, ისევე როგორც ვერ სარგებლობს ამ შეღავათით ჯიმი კარტერიც.
CNN-ის განცხადებით, შესაძლოა დონალდ ტრამპისთვის საპრეზიდენტო პენსია არც არაფერს ნიშნავდეს, ის პრეზიდენტობის დროსაც ხელფასის აღებაზე უარს ამბობდა. ტრამპი და თეთრი სახლი მუდმივად აცხადებდნენ, რომ ის ყოველწლიურად საპრეზიდენტო ხელფასს $400 000 ოდენობით სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს ურიცხავდა.