საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მოლოდოვას დედაქალაქ კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით.
მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანა მოლდოვასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ასევე, გაცვალეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.