თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, წელს დედაქალაქისთვის ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება.
ამასთან, კალაძე აცხადებს, რომ თბილსიში მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
„წელს თბილისში მასშტაბური ღონისძიებები გვექნება. ძალიან ლამაზი იქნება ქალაქი საახალწლოდ. რაც შეეხება ნაძვის ხეს, დიზაინერები გადაწყვეტენ როგორ მოირთვება.
უშუალოდ ღონისძიებებზე - ქალაქის განათება, ნაძვის ხის ანთება, საახალწლო სოფლის გახსნა, კონცერტები - მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, - თქვა თბილისის მერმა.