Twitter-მა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში დაბლოკა. ამის შესახენ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
7 იანვარს, ჩინეთის საელჩოს ანგარიშით გამოქვეყნდა სტატუსი , სადაც ეწერა, რომ სამთავრობო პოლიტიკამ უიგურ ქალებს ემანსიპირება გაუწია და მათ "ბავშვის საცხობი დანადგარები" უწოდა. აღნიშნულლი სტატუსი კომპანიის სამომხმარებლო პოლიტიკას არღვედა - დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ.
”ჩვენ გავაკეთეთ ზომები ამ Tweet- ზე დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ ჩვენი პოლიტიკის დარღვევისთვის,” - თქვა Twitter- ის სპიკერმა განცხადებაში. Twitter კრძალავს ”ადამიანთა ჯგუფის დეჰუმანიზაციას მათი რელიგიის, კასტის, ასაკის, ინვალიდობის, მძიმე დაავადების, ეროვნული წარმოშობის, რასის ან ეთნიკური ნიშნის საფუძველზე.”
ამ დროისთვის სტატუსი წაშლილია.
როგორც წესი, Twitter-ის სამომხმარებლო პოლიტიკის დარღვევის გამო, მომხმარებლებს მისდით შეტყობინება, რომელშიც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია კონკრეტული ტვიტის წაშლას ითხოვს არგუმენტირებული მიზეზით, ხოლო თუ გონივრულ ვადაში მომხმარებელი თავად არ წაშლის პოსტს, მისი ანგარიში დროებით, ან გაურკვეველი ვადით იბლოკება.