ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 737-მდე.