Forbes-მა რუსეთის ავიაციის ზარალი დათვალა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა ომზე 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედია.

Forbes-ის გამოთვლებით, რუსეთი ომში დღეში 10000-დან 50000-მდე ჭურვს იყენებდა, საბჭოთა კალიბრის ჭურვის საშუალო ფასი კი დაახლოებით 1000 დოლარია.

მხოლოდ საარტილერიო მიწოდებაზე რუსეთის ხარჯები 5,5 მილიარდ დოლარზე მეტია.

რუსეთმა ასევე 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინაში. ერთი რუსული რაკეტის საშუალო ღირებულება 3 მილიონი დოლარია. რუსეთმა ასევე დაკარგა 278 საბრძოლო თვითმფრინავი,  რომელთა საშუალო ღირებულება $18 მილიონია და ასევე, 261 ვერტმფრენი, რომლის ღირებულებაც $10,4 მილიონს შეადგენს. რუსეთის ავიაციის ჯამური ზარალი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.