თეგი: Forbes

Forbes: რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად სამსახურს 200 ათასი ადამიანი  დაკარგავს 

Forbes-ის გათვლებით რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად დაახლოებით 200 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება.  რუსეთის მოქალაქეების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა დამსაქმებელმა Mcdonalds-მა ბიზნესის შეჩერების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. რუსეთში, კომპანიის ქსელში 62 000 ადამიანია დასაქმებული.  კიდევ 19 000 ადამიანი მუშაობდა Pepsico-ში, 15 000 - IKEA-ში, 14 500 - Yum Brands-ში, 8 800 Inditex -ში, რომელიც ტანსაცმლის ბრენდებს (Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho) ფლობს.    Forbes ცნობით, ასევე რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა პურ-პროდუქტების მწარმოებელმა ფინურმა კომპანია  Fazer-მა, რომელიც რუსეთის ოთხ რეგიონში საქმიანობდა. ანალოგიურად მოიქცნენ სხვა მსხვილი ფინური კომპანიები. კერძოდ, Valio და Paulig-ი.  ასევე ჰოლანდიური ბრენდი  Heineken, რომელიც მსოფლიოში ლუდის წარმოებით მეორეა, რუსეთის ბაზარზე თავისი ფლაგმანი ბრენდის წარმოებაზე უარს ამბობს. უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ამ ბაზარზე ბიზნესის შეჩერებისა ან დატოვების შესახებ განაცხადეს. ცნობილია, რომ McDonalds-ი რუსეთში ყველა ფილიალს ხურავს. ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.  ასევე წაიკითხეთ   ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა   15 მარტი რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები ასევე წაიკითხეთ ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს

ქალაქ მიკოლაივის დაბომბვისას უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მეუღლესთან ერთად დაიღუპა

უკრაინის ქალაქ მიკოლაივის მასიური დაბომბვისას, უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად დაიღუპა. 74 წლის ოლექსი ვადატურსკის სახლს რაკეტა მოხვდა. ამის შესახებ BBC უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. ვადატურსკი ფლობდა კომპანია Nibulon-ს - ჯგუფს, რომელიც მარცვლეულის ექსპორტში მონაწილეობდა. მას ასევე მიღებული ჰქონდა პრემია „უკრაინის გმირი“. Forbes-ის 2020 წლის მონაცემებით, ოლექსი ვადატურსკის ქონება $450 მილიონად იყო (369 მილიონი ფუნტი) შეფასებული. ცნობისთვის, მიკოლაივი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია ოდესისკენ, მთავარი პორტისკენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მიკოლაივზე იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა - ცეცხლი ორსართულიან შენობას, ორ ავტოფარეხს და ორ გარე შენობას გაუჩნდა. „31 ივლისის ღამეს, 01:00 საათზე და დაახლოებით 05:00 საათზე, მიკოლაივი მასიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაბომბვის შედეგად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. კერძოდ, სასტუმრო, სპორტული კომპლექსი, ორი საგანმანათლებლო დაწესებულება და სერვის-სადგური. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც“, - განაცხადა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი კიმმა. მანამდე, მიკოლაივის მერმა ალექსანდრე სიენკევიჩმა განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ქალაქზე „ალბათ ყველაზე ძლიერი იყო, ვიდრე აქამდე განხორციელებული შეტევა“.

Forbes: 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ $16,6 მილიარდის რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა

Forbes-ის შეფასებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუსეთმა რაკეტების გამოკლებით, 16,56 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა გაანადგურა. Forbes რუსული არმიის ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგსაც ასახელებს.  ასეთად, გამოცემის ცნობით, 14 აპრილს 750 მილიონი დოლარის ღირებულების კრეისერის „მოსკვას“ ჩაძირვა ითვლება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავები დაასახელა

Forbes USA-მა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავები დაასახელა.  13-მა სპორტსმენმა, მოცეკვავემ და ხელოვანმა, ყველაზე „მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების“ ამჟამინდელ რეიტინგში წელს რეკორდული $1,6 მილიარდი გამოიმუშავეს, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 72%-ით მეტია.  Forbes-ი ველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგს 2001 წლიდან აქვეყნებს.  სიის სათავეშია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორი. ის 1973 წელს პნევმონიით გარდაიცვალა, მაგრამ 2022 წლის აგვისტოში $500 მილიონი Middle-Earth Enterprises-ის ბრენდის გაყიდვიდან „მიიღო“, რომლის მეშვეობითაც ვიდეო-თამაშებზე, საქონელზე და სხვა ინტელექტუალურ საკუთრების უფლებები იმართება. სავაჭრო ნიშანი შვედურმა ჰოლდინგმა Embracer-მა იყიდა, რომელიც კომპიუტერულ თამაშებზეა სპეციალიზებული. ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგში მეორეა, კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი, რომელმაც 2022 წელს $400 მილიონი „გამოიმუშავა“ Coca-Cola-ს სპორტული სასმელების ბრენდის BodyArmor-ის წილის გაყიდვით.  როკ-ენ-როლის მეფე, ელვის პრესლი, კვლავ უაღრესად ძვირადღირებული ბრენდია. მომღერლის გარდაცვალებიდან 45 წლის შემდეგ მისი ქონება $110 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ თანხის ლომის წილი, გრეისლენდში ბილეთებისა და სუვენირების გაყიდვით მიიღეს. ბაზ ლურმანის ბიოგრაფიულმა ფილმმა „ელვისმა“ მხოლოდ 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Forbes USA წერს, რომ ზოგადად, „წარსულის მუსიკას“ ინვესტორები შემოსავლის საიმედო წყაროდ მიიჩნევენ. ამგვარად, მთლიანი შემოსავალიდან 1,6 მილიარდი დოლარიდან, რეიტინგის ცხრა მუსიკოსმა თითქმის 700 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მათ შორის, დევიდ ბოუიმ $250 მილიონი, მაიკლ ჯექსონმა $75 მილიონი, Hallelujah სიმღერების ავტორმა, ლეონარდ კოენმა $55 მილიონი. რეიტინგის შედგენისას Forbes USA ეყრდნობოდა Luminate-ის, IMDbPro-ს, NPD BookScan-ის მონაცემებს, ასევე ინტერვიუებს ინდუსტრიის ინსაიდერებთან. რეიტინგში შემოსავალი, 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ოქტომბრამდეა გათვალისწინებული.  

Forbes-ის შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში წლიური ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა ომზე 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედია. Forbes-ის გამოთვლებით, რუსეთი ომში დღეში 10000-დან 50000-მდე ჭურვს იყენებდა, საბჭოთა კალიბრის ჭურვის საშუალო ფასი კი დაახლოებით 1000 დოლარია. მხოლოდ საარტილერიო მიწოდებაზე რუსეთის ხარჯები 5,5 მილიარდ დოლარზე მეტია. რუსეთმა ასევე 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინაში. ერთი რუსული რაკეტის საშუალო ღირებულება 3 მილიონი დოლარია. რუსეთმა ასევე დაკარგა 278 საბრძოლო თვითმფრინავი,  რომელთა საშუალო ღირებულება $18 მილიონია და ასევე, 261 ვერტმფრენი, რომლის ღირებულებაც $10,4 მილიონს შეადგენს. რუსული ავიაციის ჯამური ზარალი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.  

Forbes-მა რუსეთის ავიაციის ზარალი დათვალა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა ომზე 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედია. Forbes-ის გამოთვლებით, რუსეთი ომში დღეში 10000-დან 50000-მდე ჭურვს იყენებდა, საბჭოთა კალიბრის ჭურვის საშუალო ფასი კი დაახლოებით 1000 დოლარია. მხოლოდ საარტილერიო მიწოდებაზე რუსეთის ხარჯები 5,5 მილიარდ დოლარზე მეტია. რუსეთმა ასევე 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინაში. ერთი რუსული რაკეტის საშუალო ღირებულება 3 მილიონი დოლარია. რუსეთმა ასევე დაკარგა 278 საბრძოლო თვითმფრინავი,  რომელთა საშუალო ღირებულება $18 მილიონია და ასევე, 261 ვერტმფრენი, რომლის ღირებულებაც $10,4 მილიონს შეადგენს. რუსეთის ავიაციის ჯამური ზარალი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რა ზარალი განიცადეს უკრაინის უმდიდრესმა ადამიანებმა რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო

Forbes-ის გათვლებით, რუსეთის შეჭრის გამო, უკრაინის 20-მა უმდიდრესმა ადამიანმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.  ბოლო წლების განმავლობაში, ოლიგარქები, რომლებიც აკონტროლებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მრეწველობას, წლიური ფინანსური რეიტინგების სათავეში უცვლელად აღმოჩნდნენ. უკრაინის უმდიდრესმა კაცმა რინატ ახმეტოვმა, ისევე როგორც გასულ წელს, რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა. თუმცა ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ისა და Metinvest-ის ფოლადის და სამთო კონგლომერატის მფლობელმა, მის მშობლიურ დონბასში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო 9,3 მილიარდი დოლარი დაკარგა. ბოლო თავდასხმას DTEK-ის ერთ-ერთ ობიექტზე, ერთი თანამშრომლის დაღუპვა მოჰყვა. დეკემბრის დასაწყისისთვის კომპანიამ განაცხადა, რომ მის საწარმოებს 18-ჯერ დაესხნენ თავს, 20 ადამიანი დაშავდა და სამი დაიღუპა. ახმეტოვის ქონება ახლა 4,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მაგნატის ბიზნეს ზარალის გრძელ სიაში შედის მარიუპოლში დაფუძნებული აზოვსტალის ფოლადის ქარხანა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. ახმეტოვის მრავალი ქონება საომარ ზონებად გადაიქცა და საბოლოოდ რუსებმა გაანადგურეს. ახმეტოვის ენერგეტიკული აქტივები არანაკლებ დაზარალდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოქტომბრის დასაწყისში, კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევა დაიწყო.  ახმეტოვი იმედოვნებს, რომ ზარალი რუსეთის ხარჯზე აუნაზღაურდება - ივნისში მან მოსკოვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სარჩელის საერთო ოდენობამ შესაძლოა, 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული ტექნიკური სტარტაპის, გრამატიკის შემოწმების პოპულარული ინსტრუმენტის Grammarly-ის თანადამფუძნებლები, მაქსიმ ლიტვინი და ოლექსი შევჩენკო Forbes-ის სიაში მეორე და მესამე ადგილზე არიან. თითოეულის ქონება ახლა 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკრაინაში დაბადებული ტექნიკოსები მილიარდერები გახდნენ მას შემდეგ, რაც 200 მილიონი დოლარის საინვესტიციო გარიგებამ, Grammarly-ის ღირებულება 13 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. Grammarly-ის თანადამფუძნებლებს სიაში მოჰყვებიან ოლიგარქები ვიქტორ პინჩუკი და კოსტიანტინ ჟევაგო, რომელთა წმინდა ქონება, შესაბამისად, 2,2 და 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. საერთო ჯამში, Forbes-მა გააანალიზა 129 უკრაინელი ბიზნესმენის ქონება, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში უმდიდრეს 100-ეულში მოხვდნენ. ჟურნალმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ მათგანს შეეძლო 2022 წლის რეიტინგში მოხვედრა, მაგრამ სიიდან მოქალაქეობის დაკარგვის ან სხვა მიზეზის გამო გარიცხეს. მაგალითად, იგორ კოლომოისკის, რომელიც გასულ წელს 1,8 მილიარდ დოლარად შეფასებულ რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებდა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ივლისში ჩამოართვა.

2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes

მილიარდერები დიდ როლს თამაშობენ გლობალური ეკონომიკის, პოლიტიკისა და ფილანტროპიის ჩამოყალიბებაში. Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში 2022 წელს 2668 მილიარდერია. მათ შორის ყველაზე მდიდარია (LVMH) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო, რომელიც 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.  73 წლის ბერნარ არნოს ქონება $172.9 მილიარდია 2. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა Tesla-სა და Space Exploration Technologies-ის მფლობელი 51 წლის ილონ მასკი, რომლის ქონებაც $168,5 მილიარდია.  3. Adan Group-ის დამფუძნებელმა გაუტამ ადანიმ 2022 წლის მარტში მუკეშ ამბანის გადაუსწრო, რომელიც აზიის უმდიდრესი ადამიანია. Adan Group-ის გარდა ის ძირითად წილებს ექვს საკვანძო ინდურ კომპანიაში ფლობს. მისი ქონება $125 მილიარდია.  4. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთზეა 67 წლის ბილ გეითსი, რომლიც მსოფლიოში უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, Microsoft-ს ფლობს. მისი ქონება $115 მილიარდია.  5. მილიარდერთა რეიტინგში მეხუთეა 58 წლის ჯეფ ბეზოსი, რომელიც კომპანია Amazon-ს ფლობს და 2022 წლის მონაცემებით, მისი ქონება $114 მილიარდია.  6. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეექვსეა 92 წლის უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც 108 მილიარდს შეადგენს. ბაფეტი არის ცნობილი მეტსახელით „ომაჰას ორაკული“. ის უდიდესი ქველმოქმედია და 2006 წელს თავისი ქონების 85% ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს გადასცა.  7. მსოფლიო მილიარდერების სიაში მეშვიდეა 78 წლის ლარი ელისონი. მისი გამდიდრება კომპანია “Oracle“-ს უკავშირდება. 2012 წელს ელისონმა ჰავაის ერთ-ერთი კუნძული ლანაი შეიძინა 300 მლნ დოლარად, სადაც მდიდრული საცხოვრებელი და გასართობი სამყარო მოაწყო. ელისონს აქვს მსოფლიოში სიდიდით მე-4 იახტა, რომელიც 200 მლნ დოლარი ღირს. 2022 წლის მონაცემებით, მისი ქონება $93,7 მილიარდია.  8. აზიის უმდიდრესი ადამიანი, 65 წლის მუკეშ ამბანი 2022 წელს მილიარდერთა რეიტინგში მერვეა. 2005 წელს მამისგან გადამამუშავებელი და პეტროქიმიური ბიზნეს იმპერიის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, ამბანი ცდილობდა ენერგეტიკული გიგანტი ექცია საცალო ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის ლიდერად. მისი სატელეკომუნიკაციო განყოფილება ინდოეთის ბაზარზე დომინანტი ოპერატორია. მისი ქონება $89,6 მილიარდია.  9. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-9 პოზციაზეა 66 წლის სტივ ბალმერი. ბალმერი ფლობს Microsoft-ის დაახლოებით 4%-ს, რაც მას პროგრამული გიგანტის უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერად აქცევს. 2014 წელს, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ბალმერმა 2 მილიარდ დოლარად შეიძინა Los Angeles Clippers-ის საკალათბურთო გუნდი. მისი ქონება $89,3 მილიარდია.  10. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-10 პოზიციაზეა 49 წლის ლარი პეიჯი. რომელიც Google-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი ქონება 86,9 მილარდია.   

Forbes-მა დაასახელა რუსი მილიარდერები, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მეტი კაპიტალი დაკარგეს

ჟურნალმა Forbes-მა, 2022 წელს ყველაზე მეტად გაღარიბებული რუსი მილიარდერების ათეულის რეიტინგი შეადგინა, რომლის სათავეშიც „სევერსტალის“ მთავარი აქციონერი ალექსეი მორდაშოვი და მისი ოჯახი მოექცა.  Bloomberg: ომის დაწყებიდან რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა $93 მილიარდი დაკარგეს მორდაშოვისა და მისი ოჯახის ქონება გასული წლის განმავლობაში $11,1 მილიარდით, $18,4 მილიარდამდე შემცირდა. რუსული შავი მეტალურგია გახდა ერთ-ერთი სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა დასავლეთის სანქციებით, - აღნიშნავს Forbes-ი. მეორე ადგილზეა Wildberries Marketplace-ის დამფუძნებელი ტატიანა ბაკალჩუკი, რომლის ქონება ერთი წლის განმავლობაში $8,3 მილიარდით $4,7 მილიარდამდე შემცირდა. რეიტინგის სამეულს ოლეგ ტინკოვი ხურავს. Forbes-ის მონაცემებით, მეწარმის ქონება, რომელმაც აპრილში TCS Group-ის წილი ვლადიმერ პოტანინს მიჰყიდა, $5,9 მილიარდით $0,87 მილიარდამდე შემცირდა. გამოცემის თანახმად, რუსეთში ყველაზე გაღარიბებულ ბიზნესმენთა ათეულში ასევე არიან რომან აბრამოვიჩი (მისი ქონება $5,6 მილიარდით $8,7 მილიარდამდე შემცირდა); გაღარიბებული მილიარდერების სიაშია „ლუკოილის“ ხელმძღვანელი და მთავარი მფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი (-$5,1 მილიარდი, $21 მილიარდამდე), ასევე ლეონიდ ფედუნი და მისი ოჯახი (-$4,2 მილიარდი, $7,5 მილიარდამდე), Renova ჯგუფის დამფუძნებელი ვიქტორ ვექსელბერგი (-$4,1 მილიარდი, $5,2 მილიარდამდე), Novatek-ის აქციონერი გენადი ტიმჩენკო (-$3,97 მილიარდი, $20,8 მილიარდამდე), „ნოვატეკის“ საბჭოს თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი (-$3,3 მილიარდი, $24,4 მილიარდამდე), ასევე რუსული სპილენძის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ ალტუშკინი (-$2, 8 მილიარდი, $3,4 მილიარდ დოლარამდე).  

Forbes-ის თანახმად, ბერნარ არნო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ფრანგული ბიზნეს-ჯგუფ LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო გახდა. ბიზნესმენის ქონება 211 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. რეიტინგში მეორეა კომპანია Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი, რომლის ქონებაც 180 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე პოზიციაზე განთავსდა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი - 114 მილიარდი დოლარით.  Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მეექვსე ადგილი დაიკავა,საერთო ჯამში, რეიტინგში 2540 ადამიანი მოხვდა. Forbes-ის თანახმად, ყველაზე მდიდარი რუსი, კომპანია Eurochem-ის მფლობელი ანდრეი მელნიჩენკოა, რომლის ქონება 25 მილიარდ დოლარზე მეტს ითვლის. მეორე ადგილზეა ნორილსკის ნიკელის მფლობელი ვლადიმირ პოტანინი. მისი ქონება თითქმის 24 მილიარდ დოლარად შეფასდა. Nlmk-ის მფლობელი ვლადიმირ ლისინი მესამე ადგილზეა 22 მილიარდ დოლარზე მეტი ქონებით. სამივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.  

Forbes-მა მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის ახალი რეიტინგი შეადგინა, მათი მთლიანი ქონება 2,5 ტრილიონ დოლარზე მეტია

ფინანსურმა და ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes USA-მ 2 აპრილს, განახლებული, მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის 38-ე რეიტინგი გამოაქვეყნა. მათი მთლიანი ქონება 2,48 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. რეიტინგში პირველ ადგილს ზედიზედ მეორე წელია, Louis Vuitton Moët Hennessy-ის კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო 223 მილიარდი დოლარის ქონებით იკავებს. მეორე და მესამე ადგილები ასევე შეინარჩუნეს შემდეგმა მილიარდერებმა: ილონ მასკი ($195 მილიარდი; ძირითადი აქტივები: Tesla და SpaceX) და ჯეფ ბეზოსი ($194 მილიარდი, Amazon). მარკ ცუკერბერგი დაწინაურდა და მან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ($177 მილიარდი, Meta*). ლარი ელისონი ($141 მილიარდი), პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Oracle-ის დამფუძნებელი, მეოთხედან მეხუთე ადგილზე გადავიდა. რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს უორენ ბაფეტი 133 მილიარდი დოლარის ქონებით, მეშვიდეა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი ბილ გეითსი (128 მილიარდი დოლარი), მერვე - Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი (121 მილიარდი დოლარი), მეცხრე - ნავთობგიგანტის Reliance Industries-ის ხელმძღვანელი მუკეშ ამბანი (116 მილიარდი დოლარი) და მეათე ადგილი - Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლარი პეიჯი (114 მილიარდი დოლარი). მე-11 ადგილი - სერგეი ბრინი (Google-ის თანადამფუძნებელი და აქციონერი; $114 მილიარდი); მე-12 ადგილი - მაიკლ ბლუმბერგი (Bloomberg LP, $106 მილიარდი); მე-13 ადგილი - ამანსიო ორტეგა (ზარა, $103 მილიარდი); მე-14 ადგილი - კარლოს სლიმ ჰელუ (ტელეკომუნიკაციები; $102 მილიარდი); მე-15 ადგილი - ფრანსუა ბეტანკურ-მაიერსი (L'Oréal, $99,5 მილიარდი); მე-16 ადგილი - მაიკლ დელი (Dell, $91 მილიარდი); მე-17 ადგილი - გაუტამ ადანი (ინდოეთის უმსხვილესი აეროპორტის ოპერატორ ადანის თავმჯდომარე, $84 მილიარდი); მე-18 ადგილი - ჯიმ უოლტონი (Walmart-ის ქსელი, $78,4 მილიარდი); მე-19 ადგილი - რობ უოლტონი (ჯიმ უოლტონის ვაჟი; $77,4 მილიარდი); მე-20 ადგილი - Jensen Huang (გრაფიკული ჩიპების მწარმოებელ Nvidia-ს თანადამფუძნებელი; $77).  

ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 581-ე ადგილზეა

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიაში 48 წლის ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს იკავებს. მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილი 624-ე ადგილზეა და მისი ქონების ღირებულება $4.9 მილიარდს შეადგენს. ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია. საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში საუკეთესო ხელმძღვანელად დასახელდა Forbes-მა მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის ახალი რეიტინგი შეადგინა, მათი მთლიანი ქონება 2,5 ტრილიონ დოლარზე მეტია