იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
- სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა თუ დაიდება, ის სასამართლოს უნდა წარედგნოს - ზურაბიშვილი
"იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო არის დამოუკიდებელი და დაე ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი ნუ განიზრახავს რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს მოსამართლეს, იმიტომ, რომ მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის რა გადაწყვეტილება მიიღოს ერთი მიზეზი გამო, მას წინ უდევს დოკუმენტები, ეს დოკუმენტები ჩვენ არვის არ გვიდევს წინ", -განაცხადა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.