სამხრეთ კორეა უკრაინას 20 მაღალი ძაბვის გენერატორს და ხუთ ელექტრო მინი ექსკავატორს გაუგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე კორნიენკომ 25 ნოემბერს განაცხადა.
ოფიციალური პირის თქმით, გენერატორები უკრაინას 12 დეკემბერს მიეოდება.
Ukrenergo-მ 25 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც 23 ნოემბერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო ფართომასშტაბიანი დარტყმის შედეგად უკრაინის ყველა რეგიონში მასობრივად გაითიშა ელექტროენერგია.
ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა.
დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.
ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას