ქალთა მიმართა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
შეკრებილები, საქართველოში ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობას აპროტესტებენ.
აქციის სლოგანია „თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!“
როგორც ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა კანონის ცვლილება.
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არასრულფასოვანია ჩვენი კანონმდებლობა. მე პოლიტიკური ნების პრობლემას ვხედავ, იმიტომ, რომ გულგრილად ეკიდებიან ამ საკითხებს. ის რომ, ამ თემაზე მთავრობაში არც კი საუბრობენ, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის პრიორიტეტული. ამით სარგებლობენ მოძალადეები“, - განაცხადა პატარაიამ.
- საელჩოები: ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად
- შს მინისტრის მოადგილე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ