NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ალიანსის ძალების არც ინსტრუქტორები არიან და არც სამხედრო ნაწილები. ამის შესახებ მან პარასკევს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული ნარატივია, თითქოს, უკრაინაში NATO-ს ჯარები იბრძვიან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სტოლტენბერგმა განმარტა, რომ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე არტილერიის კონტროლის მიზნით, რომელსაც მოკავშირეები აწვდიან უკრაინას, უკრაინელ სამხედროებს უშუალოდ ალიანსის წევრ ქვეყნებში წვრთნიან. მაგალითად, მან მოიყვანა მოწინავე HIMARS-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
მისი თქმით, როდესაც ამ სისტემის მართვისთვის საჭიროა სპეციალისტი, იქნება ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა თუ საარტილერიო სისტემა, უკრაინელები სწავლებას NATO-ს რომელიმე ქვეყანაში გადიან. მაგრამ NATO-ს თანამშრომლები უკრაინის ტერიტორიაზე არანაირ სამუშაოს არ ატარებენ. გენერალური მდივნის თქმით, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ NATO არ არის კონფლიქტის მხარე - მათ არ ჰყავთ ჯარები ადგილზე, მაგრამ NATO-ს მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის მიზნის განხორციელებაში.