იტალიური და ესპანური მოიერიშე თვითმფრინავები რუმინეთის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ

იტალიური საჰაერო ძალების ოთხი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რუმინეთში, მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზაზე დაეშვა. ესპანეთის საჰაერო ძალების ექვსი F-18 ტიპის თვითმფრინავი კი, ასევე რუმინეთში, ფეტესტიის საჰაერო ბაზაზე განლაგდა.

იტალიური მხარის განმარტებით, აღნიშნული აქტივობა ხაზს უსვამს ალიანსის უნარს, გადაწყვიტოს და სწრაფად მოერგოს ნებისმიერ ცვლილებას საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, NATO ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვის ჩათვლით.

group-lr-pY4hO2

იტალიური მოიერიშე თვითმფრინავები რუმინულ საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად, 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ივლისის ბოლომდე იფრენენ.

ესპანური F-18 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები კი, გაძლიერებულ საჰაერო პატრულირებას განახორციელებენ და მხარს დაუჭერენ ალიანსის გაძლიერებულ აქტივობებს, იმუშავებენ რუმინეთისა და იტალიის საჰაერო ძალებთან ერთად და მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში დაიცავენ ცას.

NATO-მ გაძლიერებული საჰაერო პატრულირება მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზიდან, კონსტანცის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ დაიწყო.

მას შემდეგ მოკავშირეთა მოიერიშე რაზმებმა, აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო პოლიციის კოლექტიური პოზიციები გააძლიერეს, რაც პოტენციურ აგრესიას ხელს უშლის. იტალია რეგულარულად უჭერს მხარს ამ მისიას როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში, რაც ხაზს უსვამს მის ერთგულებას NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მიმართ და მოკავშირეთა საჰაერო ძალებთან მის თავსებადობას აძლიერებს.