ხაშურში, ცხრამუთის დედათა მონასტერში, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს უცნობი პირი შეიჭრა.
როგორც ცნობილია, მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული მონაზონს და კლინიკაშია გადაიყვანილი.
ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა უცნობმა პირმა მონასტრის გაქურდვა და ნივთების წაღება.
ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.