პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებიან.
ისინი საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან.
„გუშინ დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვედროდით "ქართულ ოცნებას", შესაბამისად, მათაც დაადატურეს ეს მზაობა, საღამოს თალაკვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ დღეს 11:00 საათზე, მე და ლევან იოსელიანი მოვსულიყავით - მოვედით. რამდენადაც ვიცით, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან გვექნება შეხვედრა. ვისაუბრებთ, 4 მოთხოვნაზე, რაც მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში იყო, რამდენად აქვს "ქართულ ოცნებას" სერიოზული მზაობა. ეს გვაინტერესებს.
ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება. დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა, ასე ვფიქრობთ. ჯერ უნდა გავიგოთ, მზაობა არის თუ არა. ამასთან, რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ“, - განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.