საფრანგეთში ჩასული პირებისთვის კორონავირუსზდე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინიტრაციაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, დამატებითი რეგულაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებზეც გავრცელდება. საფრანგეთში შესვლის მსურველებმა „კოვიდ-19“-ზე ტესტი გამგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათისა უნდა გაიკეთონ.