საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და გინესის სარეკორდო შედეგი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ნფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
60 სმ პლათფორმიდან 1 წუთის განმავლობაში შეასრულა აზიდვების 124 მოძრაობა.
მისი ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა და უახლოეს დღეებში აღნიშნული შედეგი გინესის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ოფისში გაიგზავნება.
ირაკლი როსტომაშვილისთვის სხვადასხვა სტილით აზიდვებში დამყარებული რიგით მეოთხე მსოფლიო რეკორდია და შესულია გინესის რეკორდების წიგნში.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სარეკორდო გამოსვლა ტექნიკურ-მატერიალური ბაზით უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.