უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Europetime-ს განუცხადეს, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა ფრენა სავარაუდოდ,  მოგვიანებით შესრულდება.

„Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ შესრულდა, რადგან ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა და  სათადარიგო აეროდრომზე, თურქეთში დაბრუნდა. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ რეისზეა საუბარი, სხვა რეისებზე ჯერ არ გვაქვს ასეთი შემთხვევა“, – განუცხადეს Europetime-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.