ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინაში ლაზერული მართვადი რაკეტები Brimstone2 იგზავნება.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ხდება ყუთების ჩატვირთვა სამეფო საჰაერო ძალების ტრანსპორტში, რომელიც შემდეგ უკრაინაში იგზავნება.
„Brimstone არის ზუსტი მართვადი რაკეტა, რომელიც საჰაერო ხომალდიდან სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად შეიქმნა. თუმცა, უკრაინის სახმელეთო ძალებმა წარმატებით გამოიყენებენ ისეთი სამიზნეების გასანადგურებლად, როგორიცაა ჯავშანტექნიკა და ტანკები", - აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
შეგახსენებთ, 22 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა Brimstone-ის გაუმჯობესებული მოდელი, ორმაგი დიაპაზონით.
უკრაინამ პირველი Brimstone დაახლოებით ექვსი თვის წინ მიიღო.